სკ თელავი — კოლხეთი 1913

31.05.2019. სკ თელავი — კოლხეთი 1913 0:1 გოლი: 0-1 გოგოლაშვილი (58′)….მატჩი დასრულდა.
ფოთელებმა კიდევ ერთი წარმატებული მატჩი ჩაატარეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში დაამარცხეს რა სტუმრად გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი სკ თელავი.
სტუმართა მწვრთნელმა სოსო ფილიამ გუნდი როგორც მოსალოდნელი იყო მეორე ნომრად ათამაშა რომელმა ტაქტიკამაც შედეგი გამოიღო და გუნდის წარმატებული სვლა კიდევ ერთი მატჩით გააგრძელა.
ყველა ფოთელი ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იყო თუმცა მაინც მინდა გამოვყო ახალგაზრდა მეკარე ლუკა ნანავა რომელიც დღესაც საუკეთესო იყო მოედანზე. სასიამოვნოა რომ იგი მყარად იკიდებს ფეხს გუნდის ძირითად შემადგენლობაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოზიციური თამაშით უზრუნველყოფს საკუთარი კარის უსაფრთხოებას.
ჩვენი გუნდის აქტივში უკვე 13 მოგროვილი ქულაა და თუკი 4 ტურის უკან ფოთელები გათამაშების ცხრილის ბოლოში იყვნენ, ეხლა ცხრილის ფსკერს ისინი 9 ქულით დაშორდნენ.
ეხლა ეროვნულ ლიგა 2 ში შესვენებაა და ჩემპიონატი 14 ივნისს განახლდება. ამ დღეს კოლხეთი 1913 სკ სამტრედიას უმასპინძლებს.

Start a Conversation

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *