კოლხეთი 1913 — სამტრედია

23.10.2019. ფოთის ცენტრალური სტადიონი; crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტური. 1:1…მატჩი დასრულდა.
ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გამართული ზემოთაღნიშნული შეხვედრა უაღრესად საინტერესოდ წარიმართა. ფოთელთა ახალგაზრდულმა გუნდმა ტოლი არაფერში დაუდო გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქეს და საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობაც გაუწია.
აღსანიშნავია რომ მასპინძლებმა ბოლო ნახევარი საათი 10 კაცით ითამაშეს რადგან ბოლო იმედის ჯარიმისათვის მსაჯმა ქუხილავამ კირკიტაძე გააძევა მოედნიდან, თუმცა კაცნაკლულმა კოლხებმა არათუ კარგად დაიცვეს თავი არამედ რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს სტუმართა კართან.
საბოლოოდ მატჩში უგოლო ფრე დაფიქსირდა, ხოლო თამაშის შემდეგ სტადიონზე შეკრებილმა ფოთელმა ქომაგებმა ტაშით გააცილეს თავისი გუნდი რითაც მადლობა გადაუხადეს მათ შემართებისა და თავგანწირვისათვის.
აბსოლუტურად ყველა მატჩში მონაწილე ფეხბურთელი ქების ღირსია და ძნელია ვინმეს გამოყოფა თუმცა თავს უფლებას მივცემთ ავღნიშნოთ ფოთელთა გამოცდილი მეკარის ლაშა ძაგანიას ბრწყინვალე თამაში რომელმაც არაერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი სერიოზული უსიამოვნებებისაგან.
უნდა ითქვას რომ გუნდში ასევე არიან ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები რომლებთანაც სწორი მუშაობის შემთხვევაში ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა მათი სახით მომავლისათვის საკმაოდ სოლიდურ შევსებას მიიღებს.

Start a Conversation

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *